...
EN_Cofunded_Interreg_POS 1

გაიზარდე

სათანადო

მხარდაჭერით

ახალგაზრდა მეწარმეთა გაძლიერება აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვასა & უკრაინაში

ბიზნეს ინკუბატორში გაწევრიანების უპირატესობები

Gemini_Generated_Image_ek8rmiek8rmiek8r 1

თანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლებისა და მხარდაჭერის ქსელი

გამოცდილი ტრენერების, კონსულტანტების, მენტორებისა და მეწარმეების დახმარება, რომლებიც გაძლევენ რჩევებსა და გიწევენ მხარდაჭერას თქვენი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში

Gemini_Generated_Image_tqjlxftqjlxftqjl 1

მდგრადი ბიზნეს მოდელის შემუშავებაზე მორგებული მეთოდოლოგია

ნაბიჯ-ნაბიჯ მეთოდოლოგიაზე წვდომა, რომელიც ტრენერებისა და კონსულტანტების ხელმძღვანელობით, დაგეხმარებათ დახვეწოთ იდეები და შექმნათ მოქმედი ბიზნესი

Gemini_Generated_Image_tqjlxftqjlxftqjl 2

ფინანსებსა და საჭირო რესურსებზე წვდომა

მიიღეთ წვდომა ინდივიდუალურ ფინანსურ შესაძლებლობებზე, ინოვაციურ ინსტრუმენტებზე, ახალ ტექნოლოგიებსა და ბიზნესის განვითარების რესურსებზე

Rectangle 126

ჩვენს შესახებ

ბიზნეს ინკუბატორი ITG შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროექტის - „ახალი იდეები, ახალი ტექნოლოგიები, ახალი თაობა“ (InTechGrowth) - ფარგლებში, რათა ამოქმედდეს ინკუბაციისა და აქსელერაციის პლატფორმა დამწყები და არსებული მეწარმეების მხარდასაჭერად; მათ დასაკავშირებლად შესაბამის ექსპერტ მენტორებთან; აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ინოვაციური საწარმოების გაფართოების ხელშესაწყობა. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი, ფონდ HEKET-ის (პოლონეთი) ხელმძღვანელობით. კონსორციუმი აერთიანებს შემდეგ პარტნიორებს: ახალგაზრდა ლიდერების განათლების, ტრენინგისა და განვითარების საზოგადოებრივი გაერთიანება (აზერბაიჯანი), საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია (საქართველო), განვითარებისა და სოციალური ინიციატივების ინსტიტუტი „ვიიტორული“ (მოლდოვა), არასამთავრობო ორგანიზაცია „ ხარკოვის საინფორმაციო ტექნოლოგიების კლასტერი (უკრაინა), პორტუგალიის სტარტაპების ასოციაცია “APSU“ (პორტუგალია), ნევშეჰირ ჰაჯი ბექტაშ ველის უნივერსიტეტი (თურქეთი), ადანას ტურიზმის განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მომსახურების კავშირი (თურქეთი) და ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო (თურქეთი). 

რა სახის მხარდაჭერას გაუწევს ბიზნეს ინკუბატორი ITG?

ინკუბაცია და აქსელერაცია

აქციეთ თქვენი იდეა წარმატებულ ბიზნესად ბიზნეს ინკუბატორ ITG-ის დახმარებით

ბიზნეს ინკუბაცია და აქსელერაცია არის სტრუქტურირებული პროცესი, რომელიც მხარს უჭერს, როგორც დამწყებ (სტარტაპებს), ასევე მოქმედ საწარმოებს ახალი ბიზნეს იდეების განხორციელებაში. ამ პროგრამის მეშვეობით, ინოვაციური კონცეფციების, ამბიციებისა და მოტივაციის მქონე მეწარმეებს ეძლევათ შესაძლებლობა, დახვეწონ თავიანთი იდეები, შეიმუშაონ პრაქტიკული სტრატეგიები და განავითარონ ისინი წარმატებულ ბიზნესებად.

ნაბიჯი 1

განაცხადის წარდგენა

ბიზნეს ინკუბაციის ან აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ მათი ბიზნეს იდეების პირველადი შემოწმება. ეს პროცესი იწყება განაცხადის ფორმის შევსებით (ჩამოტვირთეთ აქ) და მისი გამოგზავნით შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:

idea@businessincubatorItg.com

ნაბიჯი 2

განაცხადის განხილვა

განაცხადების განხილვის შემდეგ, თითოეული შერჩეული კანდიდატი მჭიდროდ ითანამშრომლებს ჩვენს გუნდთან, პერსონალური სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. იგი მოიცავს 3-დან 12 თვემდე პერიოდს და მორგებული იქნება მოცემული ბიზნესის კონკრეტულ საჭიროებებსა და მიზნებზე. გეგმის დამტკიცების შემდეგ, კანდიდატი მეწარმე ხდება ბიზნეს ინკუბატორის წევრი და შესაბამისი პერიოდის განმავლობაში იღებს უწყვეტ დახმარებას ჩვენი გამოცდილი ბიზნეს კონსულტანტებისგან.

ნაბიჯი 3

ინკუბაცია და აქსელერაცია

ბიზნეს ინკუბატორის კონსულტანტები და ტრენერები პროგრამის წევრ მეწარმეებს ეხმარებიან ყველა მიმართულებით, მათ შორის სტრატეგიულ დაგეგმვაში, ოპერაციულ მოწყობაში, მარკეტინგში, ფინანსურ მენეჯმენტსა და განვითარების სტრატეგიების შემუშავებაში, რაც უზრუნველყოფს, თითოეულ მეწარმეს ჰქონდეს ის რესურსი და ექსპერტიზა, რომლებიც საჭიროა ბიზნესის წარმატებით დაწყების, გაფართოებისა და წარმატებული განვითარებისთვის.

Rectangle 104

ჩვენი ტრენერები და მენტორები

ბიზნეს ინკუბატორ ITG-ში მომუშავე ჩვენი ტრენერები და მენტორები არიან გამოცდილი პროფესიონალები, რომელებიც გაგიზიარებენ სხვადასხვა ინდუსტრიიდან და სამეწარმეო სფეროდან მიღებულ მდიდარ ცოდნასა და გამოცდილებას. ისინი მზად არიან, გაუწიონ სტარტაპებსა და არსებულ საწარმოებს პრაქტიკული რჩევები, მიაწოდონ სტრატეგიული რეკომენდაციები და აღმოუჩინონ კვალიფილიური მხარდაჭერა განვითარების თითოეულ ეტაპზე. 

Loading...

სასწავლო პლატფორმა

ბიზნეს ინკუბატორ ITG -ს სასწავლო პლატფორმა გთავაზობთ კურსების ფართო სპექტრს. ისინი შექმნილია მომავალი მეწარმეებისა და ბიზნეს პროფესიონალების მრავალფეროვანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. სასწავლო კურსების მონაწილეებს შეუძლიათ შეისწავლონ სხვადასხვა თემა, რომლებიც მორგებულია მათ ინდივიდუალურ ინტერესებს, ბიზნესის მიზნებსა და სასწავლო მოთხოვნილებებს. მიიღონ ცოდნა და უნარები, რომლებიც აუცილებელია წარმატებული საწარმოების ზრდისა და მართვისთვის. პლატფორმის ონლაინ ფორმატი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს ისწავლონ მათთვის სასურველი ტემპით და საკუთარი გრაფიკის შესაბამისად, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან. ამგვარი მოქნილობა მონაწილეებს საშუალებას აძლევს, სწავლა ეფექტურად შეუთავსონ პირად და პროფესიულ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს. სასწავლო პროცესის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ პირდაპირ კონსულტაციებსა და მენტორინგის სესიებში ბიზნეს ინკუბატორ ITG-ის ექსპერტ ტრენერებთან და ბიზნეს კონსულტანტებთან. ეს ფორმატი მონაწილეებს საშუალებას აძლევს მიიღონ პერსონალური კონსულტაციები, პრაქტიკულ რჩევები, რთული კონცეფციების განმარტებები, რაც მათ სშუალებას მისცემს, პირდაპირ გამოიყენონ ახლად შეძენილი ცოდნა თავიანთ ბიზნეს საქმიანობაში. ონლაინ სწავლების მოქნილი მეთოდიკა და პროფესიული მენტორობის ძალისხმევა ბიზნეს ინკუბატორ ITG -ს სასწავლო პლატფორმის მონაწილეებს საშუალებას მისცემს, განავითარონ საკუთარი უნარები და დააჩქარონ პროფესიური ზრდა.

Rectangle 126
Screenshot 2025-12-25 at 13.34.07

დაფინანსების წყაროები და მხარდაჭერის მექანიზმები

მხოლოდ კრეატიულობა და მოტივაციაარ არის საკმარისი იმისათვის, რომ ბიზნესიდეა წარმატებულ საწარმოდ იქცეს; ფინანსურ რესურსებზე წვდომა ასევე გადამწყვეტია. ახალგაზრდა მეწარმეებისთვის დაფინანსების მოძიება ხშირად ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლებაა. ამიტომ, დაფინანსებისწყაროებისიდენტიფიცირებადა გონივრული სტრატეგიების შემუშავება მნიშვნელოვან როლს ასრულებსმეწარმეობისტრენინგში. ადრეულეტაპებზემეწარმეებიხშირადიყენებენსაკუთარრესურსებს. თუმცა, ბიზნესისზრდასთანერთად, საჭიროაახალიინვესტიციებისადა მხარდაჭერის მექანიზმები. აქ მთავარიაიმის გაგება, თუ რომელიდაფინანსებისინსტრუმენტიაყველაზეშესაფერისითითოეულიეტაპისთვის.

Rectangle 126
Rectangle 104
EN_Cofunded_Interreg_POS 1
#!trpst#trp-gettext data-trpgettextoriginal=1705#!trpen#Seraphinite Accelerator#!trpst#/trp-gettext#!trpen##!trpst#trp-gettext data-trpgettextoriginal=1706#!trpen#Optimized by #!trpst#trp-gettext data-trpgettextoriginal=1705#!trpen#Seraphinite Accelerator#!trpst#/trp-gettext#!trpen##!trpst#/trp-gettext#!trpen#
#!trpst#trp-gettext data-trpgettextoriginal=1707#!trpen#Turns on site high speed to be attractive for people and search engines.#!trpst#/trp-gettext#!trpen#